გივი მიქანაძე ანგოლის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

????????????????????????????????????

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ანგოლის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანგოლის მხარე დაინტერესებულია კორუფციასთან ბრძოლის, მოქალაქეზე ორიენტირებული სხვადასხვა სერვისებითა და პარლამენტის ღიაობის (OGP) საქართველოს გამოცდილებით.

გივი მიქანაძემ, როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, სტუმრებს ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობაზე და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და იმ საკანონმდებლო პროცესებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ხორციელდება. შეხვედრის ერთ-ერთ თემას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენდა. ანგოლელი სტუმრები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განსაკუთრებით კი მეღვინეობის საკითხებით და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილები დაინტერესდნენ. ანგოლის საგარეო უწყების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟულიო მაიატომ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ღირებული ინფორმაციის გაზიარებისთვის. მისი განცხადებით, საქართველოში გამართულ შეხვედრებზე მოსმენილ ინფორმაციას, იგი ანგოლის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს გააცნობს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის საფუძველი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები