შალვა პაპუაშვილი: უკრაინელი ხალხი პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის მადლობას გვიხდის

 

უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის 2 თებერვალს მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ეს დისკუსია საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით არის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის უკრაინის საკითხის გამოყენება.

„საერთოდ, ეს კითხვები რომ ისმის საქართველოში, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან წამოსულ თვითგვემასთან გვაქვს საქმე. უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის ჩვენ 2 თებერვალს მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც პოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. საქართველო იყო 10 ქვეყანას შორის მეორე ქვეყანა პოლონეთის შემდეგ, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ეს საუბარი ტერმინოლოგიაზე და ა.შ. არის მხოლოდ გონების არევის მეთოდი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები