სურსათის სააგენტომ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული 12 ობიექტი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს ამოწმებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სეს ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა გურიის რეგიონსა და აჭარაში არსებულ 49 ობიექტში, მათ შორის ვეტერინარულ აფთიაქებში, ვეტერინარულ კლინიკებსა და ზოომაღაზიებში. ობიექტების უმეტესობა დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
12 ობიექტი, ვადაგასული პრეპარატების, ეტიკეტირების, შენახვისა და რეალიზაციის წესების დარღვევისთვის, აგრეთვე, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელსაც აქტიურად აგრძელებს. დაგეგმილია ყველა ობიექტის შემოწმება და ინსპექტირებების რაოდენობის გაზრდა. აღნიშნული კონტროლი ხელს უწყობს უხარისხო და ვადაგასული პრეპარატების ქსელიდან ამოღებას, მოსახლეობისა და ფერმერების ინტერესების დაცვას. ობიექტების ჩამონათვალი, სადაც გამოვლინდა დარღვევა:
# ობიექტის დასახელება მისამართი საქმიანობის სფერო ს/კ ჯარიმის ოდენობა სამართალდარღვევის მუხლი 1 ი.მ. აჭარა, ბათუმი. ფ.ხალვაშის გამზირი 640 ვეტ.აფთიაქი 100 65 მუხლის 1 ნაწილი 2 ი.მ. აჭარა, ბათუმი, ფ.ხალვაშის გამზირი 167 ვეტ.აფთიაქი 500 65 მუხლის 1 ნაწილი 3 ი.მ. აჭარა, ბატუმი, იმედაშვილის ქ. 12 ვეტ.აფთიაქი 1000 69 ³ მუხლი 4 შპს ჩემი მეგობარი აჭარა, ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 9 ვეტ. კლინიკა 445584163 1000 70 მუხლის 1 ნაწილი; 5 შპს “აქვა ტერრა” აჭარა, ბათუმი, გორგილაძის 66 ბ.2 ვეტ. აფთიაქი 206118510 500 67 მუხლის 1 ნაწილი; 6 შპს”აგროვეტი” მაია ვაშაყმაძე აჭარა, ბათუმი, ფ.ხალვაშის გამზირი 10 ჩიხი N2 ვეტ. აფთიაქი 445479358 500 65 მუხლის 1 ნაწილი 7 შპს “ჯი დი ემ ჯი” აჭარა, ბათუმი, ინასარიძის 16-ა ზოომაღაზიაა 500 67 მუხლის 1 ნაწილი; 8 შპს “პეტმოლი” აჭარა, ბათუმი, ბათუმი, ფარნავაზ მეფის 148 ზოომაღაზიაა 445536386 500 66 მუხლის 10 ნაწილი; 9 ი.მ. გურია, ოზურგეთი, ერისთავის ქ 8 ვეტ.აფთიაქი 100 70 -ე მუხლის ნაწ.1 10 ი.მ. გურია, ოზურგეთი, გურიის ქ 36 ვეტ.აფთიაქი 100 70- ე მუხლის ნაწ. 1 11 ი.მ. გურია, ლანჩხუთი, ჟორდანიას 126 ვეტ.აფთიაქი 500 70-ე მუხლის ნაწ.1 12 ი.მ. გურია, ლანჩხუთი, სოფ.სუფსა ვეტ.აფთიაქი 100 70-ე მუხლის ნაწ.1 2021 წელს 628 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, საიდანაც 144 შემთხვევაში გამოვლინდა შეუსაბამობები, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.