სომხეთში ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არ დგას

სომხეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ვაან უნანიანმა თქვა.

შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ, მან თქვა: ”ასეთი საკითხი დღის წესრიგში არ არის”.

მისი თქმით, ერევანს სურს, რომ ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემები მოგვარდეს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე, გაერო-ს წესდებაზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები