საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

ერევანში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტები  – მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდნენ.

შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრებისას, საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. მაკა ბოჭორიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად იმუშაონ სომხეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი სტაბილურობის მნიშვნელობას მისი შემდგომი განვითარების მიზნით და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ლევან ქარუმიძემ, ასამბლეის ბიუროს სხვა წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან, სადაც ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის თემას ასევე წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები