შალვა პაპუაშვილი: 1921 წელი 23 თებერვალი, დღე, რომელსაც ტკივილითა და სიამაყით ვიხსენებთ

1921 წელი…23 თებერვალი… დღე, რომელსაც ტკივილითა და სიამაყით ვიხსენებთ – ამ დღეს პატივს მივაგებთ საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, იუნკერთა პატრიოტიზმი და სულიერი სიმტკიცე სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის.

„სამხედრო სასწავლებლის იუნკერები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

ფასდაუდებელია მათი თავგანწირვა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიცოდეთ მათი გმირობის ისტორიები და უკვდავყოთ მათი ძალისხმევა. იუნკერთა პატრიოტიზმი და სულიერი სიმტკიცე სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები