ელისო ბოლქვაძე გოეთეს ინსტიტუტის კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს, ანატოლი ბაიფერტს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად გოეთეს ინსტიტუტის კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის „EU For Culture” გუნდის ხელმძღვანელს, ანატოლი ბაიფერტს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ანატოლი ბაიფერტმა პროგრამის შესახებ ისაუბრა. „შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ, ასევე, იმერეთის ნორჩ მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც, სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს გაიმართება”,-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.