ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობას არ შეწყვეტს

მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შიმშილობას არ შეწყვეტს, – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააკეთა.

ის მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა.

ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ შიმშილობის გაგრძელებამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ”მიხეილ სააკაშვილს სჭირდება და ის ითხოვს, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ მოხდება. ის ამ დაწესებულებიდან გასაყვანია და მისაღები აქვს სამედიცინო სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად სჭირდება მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას”, – თქვა ხერხეულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები