ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

????????????????????????????????????

საქართველოს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ, „CRRC საქართველომ” ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დაკვეთით, 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შესაბამისი კვლევა ჩაატარა.

პარლამენტის ინფორმაციით, კვლევის მიზანს მოქალაქეების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გზების, მათ შორის, ონლაინ საშუალებებისა და სხვა სახის მექანიზმების შესწავლა და მათი შეფასება, ასევე პარლამენტთან ეფექტური კომუნიკაციის გზების გამოვლენა წარმოადგენდა. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სამუშაო ჯგუფის წევრები აღნიშნული კვლევის შედეგებს და მის საფუძველზე მომზადებულ რეკომენდაციებს გაეცნენ.

კვლევის შედეგების შეფასებისას, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში მოცემული მონაცემები საბჭოს დაეხმარება ფუნდამენტალური კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები