სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი საერთაშორისო თემებთან დაკავშირებით იქნება.
“დღეს 20.00 სთ. პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან საერთაშორისო თემებზე სასაუბროდ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.