გიგა ბოკერია: პუტინის სამიზნეა ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან, იმიტომ – რომ ეს არის ნაწილი მისი ქმედებისა, აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა
“პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან, იმიტომ რომ ეს არის ნაწილი მისი ქმედებისა, შეცვალოს ცივი ომის შემდგომი წესრიგი”,- ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას.
ბოკერიას თქმით, პუტინის მიზანია ასევე საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის აღდგენა.
“პუტინის სამიზნე არის ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოებრიობა მის საზღვრებთან, იმიტომ – რომ ეს არის ნაწილი მისი ქმედებისა, შეცვალოს ცივი ომის შემდგომი წესრიგი და აღადგინოს საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენა, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ ნებისმიერ წარმატებულ სახელმწიფოებრიობას დაუპირისპირდეს აგრესიულად.
კატასტროფაა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აქამდე ცდილობდა და ახლაც ალბათ სხვადასხვა ფორმით, უტიფრად გააგრძელებს ამ ხაზის გატარებას, რომ საქართველოს ან ნებისმიერი მისი ხელისუფლების ბრალია, ნაწილობრივ მაინც, რომ პუტინის რუსეთი იჩენს აგრესიას და რომ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები”, – აცხადებს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.