კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილზე: მისი გადასაწყვეტია, თუ უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს
თბილისის მერი, კახა კალაძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, შიმშილობის დაწყება თავად სააკაშვილის გადასაწყვეტია და ამაში მას ხელს ვერავინ შეუშლის.
„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, ვერავინ შეუშლის ხელს ამაში და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მისი გადაწყვეტილებაა, უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, ვინ უშლის. მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურობაზე ნუ დამაწყებინებთ შეფასებების გაკეთებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.