ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთის სახელოვნებო სკოლის- „Ecole Normale”-ს ხელმძღვანელობასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ, ონლაინ შეხვედრა გამართა საფრანგეთის სახელოვნებო სკოლის “Ecole Normale” დირექტორთან, სიმონ ქნოქერტთან და სკოლის წარმომადგენელთან, სტეფან ფრედერიკთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმაზე იმსჯელეს. „Ecole Normale” ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო სკოლაა საფრანგეთში და ჩვენთვის, სახელოვნებო განათლების რეფორმის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში მათი გამოცდილების გაცნობა და გაზიარება”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები