ალეკო ელისაშვილი: უნდა ვიყოთ ფრთხილი და სოლიდარულები, ჩვენგან ზედმეტი არც სიცანცარეა საჭირო და არც სიბეჩავე

“უნდა ვიყოთ ფრთხილი და სოლიდარულები, ჩვენგან ზედმეტი არც სიცანცარეა საჭირო და არც სიბეჩავე, ეს ზღვარი უნდა გვეჭიროს ზუსტად ისე, როგორც უჭირავს არაჩვეულებრივად ზელენსკის”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში თავისუფალი სამყაროს ბედი წყდება.

“უკრაინაში დღეს წყდება თავისუფალი სამყაროს ბედი. უკრაინის შემდეგ ჯერი იქნება ბალტიის ქვეყნების, ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი სცენარისგან, მაგრამ სანამ ჩვენ ღმერთს ვევედრებით, პუტინი ზუსტად ასეთ სცენარზე მუშაობს. ჩვენ სრულად სოლიდარულები უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილები, შევხედოთ – როგორ იქცევა ზელენსკი, შესაშურად თავდაჯერებულად, ფრთხილად, პრინციპულად და არ ცანცარებს, ცდილობს, ზედმეტი ფრაზებითა და მოქმედებით პროვოცირება არ მოახდინოს, მაგრამ ვნახეთ, თავის სათქმელს როგორც ახლის ყველას, ახლაც გამოვიდა და თქვა – “დავინახავთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ აშინებს რუსეთს სიტყვებით”. შესაბამისად, უნდა ვიყოთ ფრთხილები და სოლიდარულები. ჩვენგან ზედმეტი არც სიცანცარეა საჭირო და არც სიბეჩავე, ეს ზღვარი უნდა გვეჭიროს ზუსტად ისე, როგორც უჭირავს არაჩვეულებრივად ზელენსკის”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები