დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელი, დენის პუშილინი დარწმუნებულია, რომ რუსეთს შეუძლია დონეცკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
”არამხოლოდ დარწმუნებული ვარ, ზუსტად ვიცი, რომ რუსეთს შეუძლია დონეცკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – თქვა მან “სოლოვიოვ- ლაივის” ეთერში.
მისი თქმით, მოსკოვის მიერ დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოების დაცვა.
„ახლა დონეცკისთვის ყველაზე აქტუალური, რა თქმა უნდა, თავდაცვაა“, – თქვა მან.