საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

საფრანგეთი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებიც რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე არიან პასუხისმგებლები. ამის შესახებ გაერო-ში საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკოლას დერივიერმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვამზადებთ მიზანმიმართულ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა დერივიერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი “მიესალმება ამ რთულ ვითარებაში უკრაინის თავშეკავებას”.

„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მთავრობას“, – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

დერივიერმა რუსეთს მოუწოდა, სეპარატისტული შენაერთების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს.

„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რომელიც სეპარატისტულ ტერიტორიებზე, ვითომ სამშვიდობო მისიით, ჯარებს გზავნის. ეს იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი თავხედური დარღვევა“, – აღნიშნა დერივიერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის  „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები