22 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 800 752 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 თებერვლის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 800 752 აცრა.

“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 347 152 , >18 ასაკის მოსახლეობის 46.9%. სრულად ვაქცინირებულია 1 241 806 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.2%. ბუსტერ დოზით აცრილია 209 124. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 018 (2.27%) სრულად აცრილია – 3 083 (1.74%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 505 (15.42%) სრულად აცრილია- 11 026 (13.60%). 21 თებერვალს ჩატარდა 3 006 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები