ციციშვილის სამედიცინო დირექტორი: მესამე დღეს, როგორც წესი, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ

მშობლებს ვთხოვ, რომ ნუ ჩავარდებიან პანიკაში, პირველივე დღეს, როდესაც ცხელება დაეწყებათ, ნუ მოინდომებენ – რომ აუცილებლად კლინიკაში მოთავსდნენ, იმიტომ რომ მესამე დღეს, როგორც წესი, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია.

“რადგანაც საერთო რაოდენობა შემცირებულია, ბავშვთა რაოდენობაც შემცირებულია, ამიტომ მომართვიანობაც ბოლო სამი დღის განმავლობაში საშუალოდ დღეში 20-25 ბავშვამდე შემოდის. ამასთან, დღეში 60-70 პაციენტი ეწერება”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები