თბილისში დაკარგული მამაკაცი, რომელსაც ოჯახი 16 თებერვლის შემდეგ ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში დაკარგული ირაკლი ტეფნაძე, რომელსაც ოჯახი 16 თებერვლის შემდეგ ეძებდა, გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს.
ახალგაზრდა კაცი სახლიდან 16 თებერვალს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.