რუსული სამხედრო კოლონები უკრაინის საზღვრებისკენ მიემართებიან

უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში რუსული მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება.

შესაბამისი ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალური ქსელების მომხმარებლები ავრცელებენ.

კერძოდ, მძიმე ტექნიკის ეშელონები დაფიქსირებულია ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში.

მძიმე ტექნიკას შორის არის ჯავშანმანქანები, ტანკები, ასევე, საინჟინრო. ბელგოროდში სამგზავრო ვაგონებიც შეინიშნება.

ქალაქის სხვა ნაწილში, გზატკეცილზე დააფიქსირეს BTR-82A-ის კოლონა  და სხვა სამხედრო სატვირთო მანქანები.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ გზით რუსეთი უკრაინაზე დამატებით ზეწოლას ახდენს. მათი თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მტერს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები