პატარა ზაქარეიშვილის მისალოცი წერილი საქართველოს მუსლიმებს
რამაზანის თვის დასრულება და რამაზან-ბაირამის დადგომა საქართველოს მუსლიმებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მიულოცა. პატარა ზაქარეიშვილის მისალოც წერილში ნათქვამია:
“მსურს საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს მივულოცო წმინდა „რამადანის“ თვის დასრულება. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც მრავალკონფესიური ტრადიციების მქონე სახელმწიფო და აქ ერთმანეთის მრწამსსა და აღმსარებლობას მუდამ პატივს სცემდნენ. დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება. ყოველი მუსლიმის სადღესასწაულო განწყობას გულითადად ვუერთდები. ეს დღე თქვენთვის სიხარულის, სიმშვიდის, ბედნიერებისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს, რაც ჩვენი სამშობლოს სიძლიერის გარანტი იქნება”- აღნიშნავს ზაქარეიშვილი წერილში.