პაატა მანჯგალაძე: ჯაფარიძისთვის მანდატი რომ არ შეეწყვიტათ, რუსთავში ჩვენი კანდიდატის დაყენებას ვაპირებდით
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ. მისი თქმით, “ლელოს” ლიდერისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტა უსამართლობა იყო.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ყველა პარტიის ერთად ათქვეფას. ჩვენ, იმ უსამართლობიდან გამომდინარე, რაც ბადრის მიმართ განხორციელდა საქართველოს პარლამენტში, ვფიქრობთ მის მხარდაჭერაზე. ეს ფაქტი რომ არა, ჩვენ ვაპირებდით ჩვენი კანდიდატის დაყენებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.