გურჯაანის გამგებელი ” ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის მოადგილედ დანიშვის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გურჯაანის გამგებლის მოადგილის პოსტზე ” ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ალეკო ყვირალაშვილი დაინიშნა, გურჯაანის გამგებელი გია გერგიძე არ ადასტურებს. როგორც გერგიძემ “კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ყვირალაშვილის კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს. გურჯაანის გამგებლის თქმით, მისი ამჟამინდელი მოადგილე გია ჩეკურიშვილი ამ ეტაპზე თანამდებობაზე რჩება.
“დანიშვნით არავინაა დანიშნული, ჩეკურიშვილი ჯერჯერობით მოადგილის თანამდებობაზე რჩება, რაც შეეხება ყვირალაშვილს, მისი კანდიდატურა განხილვის პროცესშია“,-აღნიშნა გურჯაანის გამგებელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის გამგებელის მოადგილის პოსტზე “ეროვნული ფორუმის” წევრი ყოფილმა “ნაციონალმა” ალეკო ყვირალაშვილმა უკვე ჩაანაცვლა. “ეროვნული ფორუმის” წევრი გია ჩეკურიშვილი აცხადებს, რომ ის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე პირველ აგვისტომდე რჩება.
“რაც შეეხება კანდიდატურას, რომელიც ჩემს შემცვლელად განიხილება, ეს არის ალეკო ყვირალაშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ”ნაციონალური მოძრაობის” სიით იყო გასული. ჩემი საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. პირველამდე ვარ და მერე რა როგორ იქნება, არ ვიცი”, – განაცხადა ჩეკურიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები