სტიქიის დროს გარდაცვლილების დაკრძალვის და მოსახლეობაზე მიყენებულ ხარჯებს მთავრობა გაიღებს

სტიქიის დროს გარდაცვლილების დაკრძალვის და მოსახლეობაზე მიყენებულ ხარჯებს მთავრობა გაიღებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ვანში, სტიქიის ზონის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
„ადგილზე დამხვდა საშინელი სტიქია. მოსახლეობას ვპირდებით, რომ ზარალი რომელიც მათ მიადგათ, ანაზღაურდება. ასევე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გადარცვლილისო ოჯახს და განვაცხადო, რომ დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ამაღლებაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, 5 კი დაკარგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები