პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ დადგენილება მიიღო
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე, პარლამენტის დადგენილება 72 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.
პარლამენტის ინფორმაციით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საპენსიო სააგენტოს, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) და საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები პლენარულ სხდომაზე გუშინ მოისმინა. რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) და საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიშებს, ისინი პარლამენტმა ცნობად მიიღო.