ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის ქალაქ პეტროპოლისში, ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა, მათგან 8 ბავშვია.
ამის შესახებ G1 იტყობინება.
აღინიშნება, რომ დანგრეულია 50-ზე მეტი სახლი.
სამოქალაქო დაცვის სამსახურებმა 24 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, კიდევ 35 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
შტატში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
სულ რაღაც 6 საათში, კვადრატულ მეტრზე 260 ლიტრი წვიმა მოვიდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ბრაზილიის ამ რეგიონში თებერვალში.
დაზარალებულ რეგიონში რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორი, კლაუდიო კასტრო ჩავიდა. მან არსებული ვითარება „ომთან მიახლოებულად“ შეაფასა. მისი თქმით, წვიმა, რომელიც რეგიონში მოვიდა, “ყველაზე ძლიერი იყო 1932 წლის შემდეგ”.