არჩილ თალაკვაძე: საქართველო უკრაინის გვერდითაა, ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

საქართველო არის უკრაინის გვერდით. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველო მხარს უჭერს ვითარების დეესკალაციას და უკრაინის უფლებას, მშვიდობიანად განაგრძოს საკუთარი მომავლის შენება.

„საქართველო არის უკრაინის გვერდით. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ვითარების დეესკალაციას და უკრაინის უფლებას, მშვიდობიანად განაგრძოს საკუთარი მომავლის შენება. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების სურვილი და ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და მშვიდობა იქნება გარანტირებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები