ზელენსკი: ჩვენ გვინდა ნატო-ში გაწევრიანება და ეს იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა

უკრაინის პრეზიდენტმი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ქვეყნის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ უკრაინა არჩეული გზით უნდა წავიდეს.

როგორც მან კიევში, მარიინის სასახლეში, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციაზე თქვა, განაცხადა, „სამწუხაროდ, ყველაფერი უკრაინაზე არ არის დამოკიდებული: უკრაინის სურვილი ევროკავშირთან დაკავშირებით, მისი საზღვრების გაძლიერებაზე, ალიანსში მომავალი, ჩვენი ამბიციების და ა.შ. ჩვენ გვინდა ნატო-ში გაწევრიანება და ეს იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. ეს ასევე გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციაში”.

ზელენსკიმ აღნიშნულს უპასუხა და თქვა, რომ ამ სიტუაციაში იგი მხარს უჭერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

„რაც შეეხება ბატონ პრისტაიკოს სწორად თუ არასწორად გაგებას – მის ნათქვამში უნდა მივაქციოთ ყურადღება რამდენიმე დეტალს. დღეს ბევრი ჟურნალისტი და ბევრი ლიდერი მიანიშნებს უკრაინას, რომ იქნებ არ გარისკო და მუდმივად არ დააყენო გაწევრიანების საკითხი, რადგან ეს რისკები დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის რეაქციასთან. მეჩვენება, რომ ამას აღარავინ მალავს. მაგრამ მაინც, ეს გადაწყვეტილება ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ რამდენ ხანს უნდა იაროს უკრაინა, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, „ვისთან ერთად ივლის, ვინ იქნებიან მისი მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ქვეყანას ამ გზაზე“.

“ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ. ამ გზაზე მთავარია, ჩვენი ჯარი იყოს ძლიერი და სად მიგვიყვანს ეს გზა და როდის – ვნახავთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები