ლევან ნიკოლეიშვილი: ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით დამონებულო „ფორმულავ“, მთელმა მსოფლიომ იცის კახი კალაძის ამბავი – თავისი შრომით ნაშოვნ ფულს ისევ ხალხსა და ქველმოქმედებას ახმარს

უბრალოდ, ამ თაღლითების უტიფრობას საზღვარი არ აქვს და სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. კეზერაშვილი, დიახ, დავით კეზერაშვილი, ხელისუფლებაში რომ მართლა ცალი კალოშით მოვიდა და ხელისუფლებიდან რომ მილიარდებით წავიდა, ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული მილიარდებით, დღეს ამ ფულით აფინანსებს ტელევიზიას და თავის მონებს უკადრებელს ალაპარაკებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გასულ სიუჟეტს.

ნიკოლეიშვილის თმით, მთელმა მსოფლიომ იცის კახი კალაძის ამბავი, რომელმაც ქვეყანა ასახელა და დღეს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგას, თავისი შრომით და ოფლით ნაშოვნ ფულს ისევ ხალხსა და ქველმოქმედებას ახმარს.

„არ ვაპირებდი 0-პროცენტიან “ფორმულა” სიუჟეტზე დაწერას, მაგრამ უბრალოდ ამ თაღლითების უტიფრობას საზღვარი არ აქვს და სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. კეზერაშვილი, დიახ, დავით კეზერაშვილი, ხელისუფლებაში რომ მართლა ცალი კალოშით მოვიდა და ხელისუფლებიდან რომ მილიარდებით წავიდა, ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული მილიარდებით, დღეს ამ ფულით აფინანსებს ტელევიზიას და თავის მონებს უკადრებელს ალაპარაკებს. აი ერთ- ერთმა მონამ გააკეთა სიუჟეტი კახი კალაძის დეკლარაციაზე და ხალხს უყვება, აქაოდა, მდიდარი ყოფილა კახი კალაძეო.

ჰოდა, ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით დამონებულო „ფორმულავ“ და ფორმულელებო, მთელმა მსოფლიომ იცის კახი კალაძის ამბავი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებში იყო, ყველაფერი მოიგო – რისი მოგებაც შეიძლებოდა, ჩვენი ქვეყანა ასახელა და დღეს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგას. სხვათა შორის, ისევ მონების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ თავისი შრომით და ოფლით ნაშოვნ ფულს ისევ ხალხსა და ქველმოქმედებას ახმარს. ჰოდა, სანამ მისი ქონების დათვლას დაიწყებდეთ, ღამე, ძილის წინ მაინც გაიხსენეთ, რომ ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით იკვებებით და, კალაძისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი პარაზიტები ხართ. აი, ისეთი პარაზიტები, რომ თაღლითი და კრიმინალი კეზერას დაძახებაზე ნებისმიერს შეესევით და უკადრებელს იკადრებთ“, – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები