სამეგრელოს კოვიდცენტრებში 385 ადამიანი მკურნალობს, კარანტინში 42 პირი იმყოფება
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 203 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 990 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით 385 პაციენტი კოვიდმიმღებ დაწესებულებებში მკურნალობს, ხოლო საკარანტინე სივრცეში 42 ინფიცირებული მოქალაქე რჩება.