კახეთში უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის მიმდებარე ტყეში, მოქალაქე დაურეგისტრირებელი გლუვლულიანი სანადირო იარაღით ნადირობდა.

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის მიმდებარედ, მოქალაქეს ნადირობისას არ ჰქონდა გარემოდან გადამფრენი ფრინველის ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შავი მთის მიმდებარედ, მოქალაქემ ნადირობის წესების დარღვევით მოინადირა გარეული კურდღელი.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები