ნინო წილოსანი: ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკის ნაწილი ქალთა გაძლიერებაა

“პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკის ნაწილი არის ქალთა გაძლიერება და ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები, დაწყებული პარტიულ სიებში კვოტირებასთან დაკავშირებით გრძელდება უკვე პარტიის შიგნით სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციაში პარტიის ყველა წევრი ქალი გაწევრიანდება.

„ამ ინიციატივის ფარგლებში დღეიდან ვიწყებთ რეგიონებში ჩვენი პარტიის ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრას. პარტიის გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციაში გაწევრიანდება პარტიის ყველა წევრი ქალი და შესაბამისად მათი აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება ამ ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირებაში“, – აღნიშნა წილოსანმა.

„ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციას აფუძნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები