ლონდონში შენობა ჩამოინგრა – არიან დაშავებულები

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, შენობის ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ “Sky News” იტყობინება.

ინციდენტი, გვიან ღამით მოხდა, ჩამოიშალა ბარ „Two More Years“ სხვენი.

„უბრალოდ, რაღაც ხმა გაისმა. მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით, ეს ყველაფერი წამებში ჩამოიშალა“,- ჰყვება თვითმხილველი.

მაშველების დახმარებით ნანგრევებიდან შვიდი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები