“სუნთქვის უკმარისობა პროგრესირებს” – როგორია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პარტია “ლდპრ”-ის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი თავს კარგად გრძნობს და აგრძელებს დოკუმენტებთან მუშაობას.

ამის შესახებ რუსულ მედიას პარტიის წარმომადგენელმა განუცხადა.

”ჟირინოვსკის ჯანმრთელობა ნორმალურია, ის მუშაობს დოკუმენტებით და გვიგზავნის დავალებებს”, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

თავის მხრივ, ტელეგრამ არხი -Mash იტყობინება, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენი ინფორმაციით, მისი სუნთქვის უკმარისობა პროგრესირებს, სატურაცია 90-91%-ია. ამავდროულად, ის თავს ჯანმრთელად მიიჩნევს, ამბობს, რომ მუშაობა შეუძლია და ეწინააღმდეგება მკურნალობას. ფილტვების არაინვაზიური ვენტილაციის გასაგრძელებლად, მას დამამშვიდებლებს აძლევენ”, – იტყობინება ტელეგრამ არხი.

სავარაუდოდ, პოლიტიკოსის მარჯვენა ფილტვი, დაახლოებით, 30%-ით არის დაზიანებული, ხოლო მარცხენა  – 50%-ით.

გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკის ინსულინი შეუყვანეს, რადგან მისი ორგანიზმი შაქარს არ ინახავს.

დღეს რუსულმა “კომერსანტმა” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჟირინოვსკი ორი კვირის განმავლობაში უმალავდა თანამშრომლებს, რომ “ომიკრონით” იყო ინფიცირებული. მისი მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

მანამდე, პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ რუსული ვაქცინით 7-ჯერ არის აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები