კოლუმბიაში, პერეირას მუნიციპალიტეტში კოკისპირული წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც საცხოვრებელი რაიონი დაფარა.
სტიქიური უბედურების შემდეგ, სულ მცირე, 14 ადამიანია დაღუპული, 35 დაშავდა, არიან დაკარგულებიც.
პერეირას მერი, კარლოს მაია მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვონ ქალაქი, რათა უზრუნველყონ საკუთარი და მათი ოჯახების უსაფრთხოება, რადგან ამ დროისთვის მეწყერის რისკი კვლავ გაზრდილია.
ცნობილია, რომ სახლების უმეტესობა, რომელიც მეწყერმა დაფარა ხისგან იყო აგებული. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 60 სახლიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, ივან დუკემ დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.