იაგო ხვიჩია – უგულავას ინიციატივაზე: “გირჩი” „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არ გაერთიანდება
„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია გიგი უგულავას ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არ გაერთიანდება.
ხვიჩიას თქმით, დარწმუნებულია, „გირჩი“ არც იგულისხმება და „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან ის პარტიები, რომლებთანაც არჩევნებზე თანამშრომლობდნენ.
„ჩვენი იდეა შეუთავსებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგასთან, ეს იცის ბატონმა უგულავამაც, ბატონმა სააკაშვილმაც. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ ვიგულისხმებით. მათ იგულისხმეს ის ოპოზიცია, რომელთანაც ამ არჩევნებზე თანამშრომლობდნენ და მგონი, ქოლგაში უკვე იყვნენ. ამიტომ, ახალი ქოლგის გამოგონება რა საჭიროა, არ ვიცი, მაგრამ ახალი იქნება, თუ ძველი, მე და ჩემი პარტია არ გავერთიანდებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.