ბოკერია უგულავას ინიციატივას “აბსურდულს” უწოდებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია გიგი უგულავას ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ, “აბსურდულს” უწოდებს.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ამ იდეას სერიოზულად ვერ განიხილავს.

„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებს, შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული, ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობას და კატასტროფას, ამის ნათელი მაგალითია „ქართული ოცნება”. ამიტომ, ამ იდეას ჩვენ – „ევროპული საქართველო“ არც კი განვიხილავთ სერიოზულად. ამ აბსურდულ იდეას სერიოზულად ვერ განვიხილავთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები