გიორგი ვოლსკი: ნათელაშვილის ფანჩატური ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგით შეიცვალა

“ფრთიანი ფრაზა არსებობდა – შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური შეიცვალა ქოლგით. პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი გიგი უგულავას განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.

მისი თქმით, არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს.

„ფრთიანი ფრაზა არსებობდა – შალვა ნათელაშვილის ფანჩატური, ახლა ეს ფანჩატური შეიცვალა ქოლგით. პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში, რადგან „ნაცმოძრაობის სატელიტად“ იწოდება ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიგი უგულავა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები