პუტინი – ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია
ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს ევროპის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში პარიზის აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
“რისი ხაზგასმა განსაკუთრებით მინდოდა – რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში უსაფრთხოების სფეროში.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ საფრანგეთი უცვლელად იღებს ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ფუნდამენტური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ამ სფეროში ევროპის უსაფრთხოების კუთხით.
მე ვხედავ, რამხელა ძალისხმევას დებს საფრანგეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა და პირადად საფრანგეთის პრეზიდენტი, რათა მოაგვარონ კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან სერიოზული ისტორიული პერსპექტივისთვის“, -აღნიშნა პუტინმა.