8 ქართული კომპანია ბავშვის ტანსაცმლის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე წარდგა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 29-31 იანვარს ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელმა 8 ქართულმა კომპანიამ Playtime Paris 2022-ზე მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ სააგენტო იტყობინება.

“საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME წარმოადგენს ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. გამოფენას 69 სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალოდ 400 ბრენდი და 7200 ადამიანი ესწრება.

აღნიშნული ღონისძიება ქართული კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მათი პროდუქციით მრავალი საერთაშორისო ბაიერი, “ქონსეფთ” მაღაზია და ბუტიკი დაინტერესდა ევროპის, აზიის, ოკეანეთის და ამერიკის კონტინენტებიდან. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბრენდებთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ ისეთი ძლიერი ბაზრების წარმომადგენლები, როგორებიც არიან ინგლისი, აშშ, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, საფრანგეთი, ჩინეთი, იაპონია, გერმანია, იტალია, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვები.

ქართულმა კომპანიებმა მიიღეს საცდელი შეკვეთები და ამ ეტაპზე საბოლოო შეკვეთების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები საერთაშორისო დამკვეთებსა და გამოფენაში მონაწილე ქართულ ბრენდებს შორის.

გამოფენაში მონაწილე კომპანიები: შპს ნიკოლი, შპს გნომო მეჯიქ ფექთორი, შპს ანცი, შპს ეშვი ქიდს, შპს ჩიკატაი, შპს სპილოუ, შპს რკო, შპს ჟირაფი”, – იტყობინება სააგენტო “აწარმოე საქართველოში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები