გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში 45 პროექტი განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია 3 მილიონამდე ლარს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 45 პროექტი ადგილობრივებმა 2021 წელს ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს და ინიციატივები განსახორციელებლად მერიას წარუდგინეს. გასული წლებისგან განსხვავებით, 2022 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა ითვალისწინებს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე  კულტურული, სოციალური, სპორტული და  ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებასაც. დაიწია ასაკობრივმა ზღვარმაც, პროგრამის მიხედვით, ინიციატივების წარმოდგენა  მოქალაქეებს უკვე 16 წლიდან შეეძლოთ. „სამოქალაქო ბიუჯეტი“ დემოკრატიული პროცესია და აძლევს მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და თავად გადაწყვიტონ რა არის მათ ადმინისტრაციულ ერთეულში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რაში გამოიყენონ  საბიუჯეტო თანხები. პროგრამის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2016 – 2021 წლებში 200 პროექტი წარმატებით განხორციელდა. გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებია: https://docs.google.com/spreadsheets/d/1x05pXJDgGbQ3PH8jce7AVID3txtP-ad-/edit?usp=sharing&ouid=105992776191264781280&rtpof=true&sd=true

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები