გიგა აგლაძის და დევიდ ლინჩის ერთობლივი ნამუშევარი, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ და საქართველოშია გადაღებული, პრემიერამდე ერთი კვირით ადრე მეკობრულმა საიტებმა მოიპარეს
გიგა აგლაძის და დევიდ ლინჩის ერთობლივი ნამუშევარი – “სხვა მე”, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობენ და გადაღებულია საქართველოში, პრემიერამდე ერთი კვირით ადრე მეკობრულმა საიტებმა მოიპარეს და არაკანონიერად გაავრცელეს.
“სხვა მე” – ორი დღის წინ – Apple tv, Amazon-მა და მსოფლიოს სხვა უმსხვილესმა პლატფორმება შეისყიდეს, ხოლო გუშინ მისი მოპარული ვერსია file.ge – მ და სხვა მეკობრულმა საიტებმა არაკანონიერად გაავრცელეს. გიგა აგლაძემ მედიასთან შეხვედრისას, ისაუბრა ზიანზე, რომელიც ფილმს მეკობრული და არაკანონიერი გზით გავრცელების გამო მიადგა და მოითხოვს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად უმკაცრესი ზომები იქნეს მიღებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მეკობრული საიტები, ქართული კინოს მომავალს იპარავენ და პრობლემებს უქმნიან მათ საფესტივალო და კომერციული წარმატების შესაძლებლობებს. adjaranet.com; iMovies. cc croconet.ge; srulad.com; file.ge და სხვა არაკანონიერმა საიტებმა იგივე ტიპის პრობლემების წინაშე დააყენეს ფილმები: “და ჩვენ ვიცეკვებთ”, “ჩემი ბედნიერი ოჯახი”, “უარყოფითი რიცხვები”, “მეოთხე ბრაიტონი” და სხვა ნამუშევრები, რომლებიც გადაღებულია საქართველოში.