საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მომხრეა, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდნენ ნატო-ს წევრები

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ერიკ ზემურმა განაცხადა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად დასავლეთი უნდა დაეთანხმოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნას, არასოდეს მიიღოს უკრაინა ნატო-ში.

ამის შესახებ Sud Ouest წერს.

ერიკ ზემოური პუტინის პრეტენზიებს „სრულიად ლეგიტიმურად“ მიიჩნევს.

“რუსეთის პრეზიდენტი არის პატრიოტი, ის ლეგიტიმურად იცავს რუსეთის ინტერესებს. ეს ეხება, კერძოდ, ნატო-ს ფარგლებში უკრაინის შესვლის საკითხს”, – თქვა ზემურმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, „ჩვენ გვჭირდება სამშვიდობო შეთანხმება და ამისთვის არის მარტივი პირობა: დაპირება, რომ უკრაინა არასოდეს იქნება ნატო-ს წევრი“.

ზემურმა მოსკოვში ემანუელ მაკრონის ვიზიტი სწორი ნაბიჯად შეაფასა, მაგრამ, მისი თქმით, ის დაგვიანებულია.

“ემანუელ მაკრონმა დაკარგა რამდენიმე კარგი იდეა. ვლადიმერ პუტინის მიღება ვერსალში კარგი ინიციატივა იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, მან ყველაფერი გააფუჭა, რადგან ყველაფერს პირიქით აკეთებს”, – განაცხადა ზემურმა.

ცნობისთვის, ზემურმა ადრე განაცხადა, რომ საფრანგეთის ნატო-ში დარჩენის ერთ-ერთ მიზეზია მომავალში ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები