6 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 6 012 ტონით (55%), ხოლო ღირებულება – 1.6 მლნ აშშ დოლარით (33%) შემცირდა.

„საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.
2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები