ალექსანდრე გოგინავა: მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მძიმდებიან

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რაშიც, პრაქტიკაშიც, დავრწმუნდით, მაინც არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მძიმდებიან”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ასაკოვანი, სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადების მქონე და არავაქცინირებული ადამიანები არიან.

“განსაკუთრებით, ისინი არიან ასაკოვანი, სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადების მქონე და არავაქცინირებული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფებში ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმართვა და, მათ შორის, ,,ბუსტერ,, დოზის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები