ბაკურიანში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა
ბაკურიანში, მიტარბის საბაგიროდან დამსვენებელთა ევაკუაცია დასრულდა.
ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
“ბაკურიანში, მიტარბზე, ძაბვის ვარდნის გამო, საბაგირო დროებით გამოირთო.
გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.