პერუს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დანიშვნიდან მესამე დღეს დატოვა

პერუს პრემიერ-მინისტრი ჰეკტორ ვალერ პინტო ოჯახური ძალადობის ბრალდების გამო, თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ თანამდებობაზე ის სამი დღის წინ დაინიშნა.

„მე ვაღიარებ დამარცხებას პერუს გაზეთების შემოტევებთან მიმართებით, რომელიც „ულტრამემარჯვენეების“ ორგანიზებულია. ბრალდებები ცრუ ინფორმაციაზეა აგებული. ვგეგმავ, სასამართლოში ვუჩივლო იმ ადამიანებს, ვინც ოჯახურ ძალადობაში ბრალი დამდო“,- განაცხადა ჰეკტორ ვალერ პინტომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები