თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

თურქეთში, სივასის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალება გზაზე მოცურდა და გადაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

შემთხვევის დროს ავტობუსში 39 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 11 დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები