ყვარლის მუნიციპალიტეტში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ წუთებში სტიქიის ზონაში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმის გამო, რომ მიუვალი ადგილია ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში მხოლოდ ცოცხალი ძალა ჩაერთო.

ცეცხლი ძირითადად ტყის ქვედა საფარზე იყო გავრცელებული, თუმცა დაიწვა მრავალწლიანი ხეების ნაწილიც. ხანძარი დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გუშინ შუადღეს ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. აალების მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები