სოფელ პირველ მაისში, წყლის არხში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, წყლის არხში, 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “კვირას” ხობის მერის წრამომადგენელმა, მარინე ლაგვილავამ დაუდასტურა. მისი თქმით, ცხედარი უკვე იდენტიფიციებულია და ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
“ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 20-30 მეტრია. წყალი რომ ბეტონის გზაზე არ გამოვიდეს, ცოტა მაღალი ბორდიურია. ეტყობა, რადგან წყალი იყო, ბორდიურით უნდოდა გასვლა. მოუცურდა ფეხი და გადავარდა. თავი დაარტყა. იქ სულ ბეტონია. რკინიგზის გასასვლელია. არხიც ბეტონითაა დაფარული. წყალი მუხლამდეც არაა”, – გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
გარდაცვლილი სავარაუდოდ ნასვამი იყო.
დეტალებს “კვირა” შსს – ში არკვევს.